22:21 | 2020-09-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“მამაკაცი “ხორუმსაც” ქალისთვის ასრულებს” – ილიკო სუხიშვილი ცეკვაში ქალის როლზე

“მამაკაცი “ხორუმსაც” ქალისთვის ასრულებს” – ილიკო სუხიშვილი ცეკვაში ქალის როლზე

ილიკო სუხიშვილი ახალ გადაცემაში – “სტუმრად ნინო ქათამაძესთან” ქართულ ცეკვაში ქალის როლზე საუბრობს. ნაციონალური ბალეტის ქორეოგრაფმა გადაცემაში ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა.

 

ილიკო სუხიშვილი: – ქალის როლი დიდია ქართულ ცეკვაში მაშინაც, როდესაც ის სცენაზე არ იმყოფება. მამაკაცი “ხორუმსაც” ქალისთვის ასრულებს. როდესაც ქალის პარტია შემოდის, ეს დამოკიდებულება მაშინვე იგრძნობა. ქალი რომ გადის სცენიდან, ის ემოცია და დამოკიდებულება რჩება.

 

კაცი ომში მიდიოდა და ქალთან ქალი ცეკვავდა. ანუ ეს ისტორიის ნაწილია. “ილოურს” დიდი ილიკო და ნინო თეთრი ჩოხით ცეკვავენ, ესეც იმ ეპოქის მკაფიო გადმონაშთია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X