13:37 | 2020-09-23 ავტორი: თამთა თორდია

არც იქით ვარ, არც აქეთ. მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდებოდა – კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

არც იქით ვარ, არც აქეთ. მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდებოდა – კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

ძნელია წერა, როცა რაღაც მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს. გაჩხერილი ვარ. არც იქით, არც აქეთ. – ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკა ბუკია წერს.

„მახველებს... თითქოს მახრჩობს... მღალატობს ნერვები“ - როდის გრძნობს შვებას კოვიდინფიცირებული ვიკა ბუკია
2020-09-21„მახველებს... თითქოს მახრჩობს... მღალატობს ნერვები“ - როდის გრძნობს შვებას კოვიდინფიცირებული ვიკა ბუკია

 

 

„მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდებოდა. რატომ გავიჭედე? ენერგია ნული, მინუს უსასრულობა. გუშინ ღამე ისევ იყო ეს შეტევა: ოფლი სახეზე, უჰაერობა, გულისრევა და პანიკური შიში. მაგ დროს ჰაერი უბრალოდ არაა. შემდეგ გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო, დაუძახო ექთნებს და უბრალოდ პანიკას არ აყვე. არ აყვე. არ აყვე. ეს ალბათ უკვე ვირუსი აღარაა. უფრო პანიკა მიტევს.

 

დღეს ვწევარ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ არ მაქვს 1 გრამი ძალა. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ჩემი იმუნიტეტის გამო ხდება, რომლის აღდგენა მშობიარობის შემდეგ ვერ მოვასწარი.

 

ლევანი უფრო კარგადაა… ტესტები გაგვიკეთეს, ველოდებით პასუხებს. მიყვარხართ“, – წერს ვიკა ბუკია.

 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი გასულ კვირას დაუსვეს.

 

ავტორი: თამთა თორდია

X