12:15 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

ოზურგეთში სკოლის კლასტერი გაიზარდა – პედაგოგთან ერთად კოვიდინფექცია სამ მოსწავლეს დაუდასტურდა

ოზურგეთში სკოლის კლასტერი გაიზარდა – პედაგოგთან ერთად კოვიდინფექცია სამ მოსწავლეს დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, პედაგოგს რომელიც სკოლაში დადიოდა და ატარებდა გაკვეთილებს, კორონავირუსი დაუდასტურდა. პედაგოგთან ერთად კოვიდინფექცია სამ მოსწავლეს დაუდასტურდა.

კორონავირუსის შედეგები რეგიონების მიხედვით – 24 სექტემბრის მონაცემები
2020-09-24კორონავირუსის შედეგები რეგიონების მიხედვით – 24 სექტემბრის მონაცემები

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ხელმძღვანელმა არჩილ მჟვიას განცხადებით, ლაითურში გამშვები პუნქტი მოეწყო. სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. კვლევები 87 მოსწავლეს და 48 პედაგოგს უტარდება. ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

 

„გვაქვს ლაითურის სკოლის კლასტერი, მასწავლებელს და მის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მიდის კვლევები. სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა“, – გვითხრა მჟავიამ.

 

გურიის რეგიონში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 69 შემთხვევაა დადასტურბული.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: Prime Time

X