20:43 | 2020-09-24 ავტორი: თამთა თორდია

დიდი ამბები გელოდება წინ! – დიანა ჯოჯუა ნანუკა ჟორჟოლიანს

დიდი ამბები გელოდება წინ! – დიანა ჯოჯუა ნანუკა ჟორჟოლიანს

არ ერიდება და უყვარს კიდეც გამოწვევები – ასე ამხნევებს ტელეწამყვანი დიანა ჯოჯუა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილ მეგობარ ნანუკა ჟორჟოლიანს.

 

ვის და რატომ მოუხადა ბოდიში ამირან გამყრელიძემ?!
2020-09-24ვის და რატომ მოუხადა ბოდიში ამირან გამყრელიძემ?!

 

მისი თქმით, ნანუკას არ აშინებს ბრძოლა.

 

„არ ერიდება და უყვარს კიდეც ახალი გამოწვევები. მიზანდასახულია და ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად. და რაც მთავარია, უყვარს კარგი საქმის კეთება. დიდი ამბები გელოდება წინ! წარმატებები ჩემო გოგო“, – წერს დიანა ჯოჯუა.

 

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში – ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი: თამთა თორდია

X