
ტრანსგენდერი ქალი მადონა კიპაროიძე „მთავარი არხის“ ეთერში მძიმე ბავშვობას იხსენებს.
„ტრანსგენდერი ვარ. ეს პირველად დედაჩემს ვუთხარი. ჩემმა დამ დედაჩემს უბრალოდ ჰკითხა, გიორგი, რომ ცისფერი გამოვიდეს, რას უზავო? ამ დროს ექვსი წლის ვარ და უკვე მეტყობოდა. რა უნდა ვუქნაო. თავს მოვაჭრით მე და მაგის ძმაო… ყოველთვის მცემდნენ, წყლის ბოთლებს ყინავდნენ, შემდეგ, ამ გაყინულზე ხელისგულებით მაყენებდნენ.
ხორბალს დამიყრიდნენ და მუხლის ჩოქებით მაყენებდნენ. მთელი ღამე კუთხეში უნდა ვყოფილიყავი. მაშიმშილებდნენ. ჩვეულებრივად მაწამებდნენ. ალბათ, დანაც რომ დამარტყან ეგეც აღარ იქნება ისეთი ტკივილი, რა ტკივილიც გამოვიარე, – ამბობს მადონა კიპაროიძე.






















