11:50 | 2020-09-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-09-25საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება.

 

პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

 

მას ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

 

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე.

 

ცნობისთის, აჭარაში ბოლო 4 დღეში ოთხი ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X