
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გაიქცა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, დაინფიცირებულ მამაკაცს, რომელიც ჰოსპიტალიდან სახლში მამის სანახავად წავიდა, კორონავირუსის არსებობის არ სჯერა.
კოვიდინფიცირებული პაციენტი პოლიციამ და ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე საათის შემდეგ, უკან ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს, მამას კი ტესტი აუღეს და კარანტინში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტს უარყოფენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ერთად, სხვა დაავადებების მქონე პირებსაც მკურნალობენ.
საავადმყოფოში შესვლა მკაცრად კონტროლდება სამხედრო პირების მიერ, იქიდან გამოსვლა, კი ნებისმიერ პირს შეუძლია.























