12:57 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

აეროპორტიდან კარანტინამდე – ვინ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას?

აეროპორტიდან კარანტინამდე – ვინ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას?

საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა.

 

„ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენთვის საამაყოა, ჩვენი შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად“ – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე (საკარანტინო ზონამდე) ტრანსპორტირებისთვის სატრანსპორტო საშუალებებია გამოყოფილი.

 

„ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებული ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმრომდე გარკვეული მანძილის გავლა უწევთ, ავტობუსებში ე.წ. ლანჩბოქსებს“ვახვედრებთ“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის ადმინისტრაცია ქირაობს სასტუმროებს და უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებული მოქალაქეების სამჯერად კვებას. მისი თქმით, მომზადებულია დამატებითი საკარანტინო სივრცეები.

 

ავტორი: Prime Time

X