17:54 | 2020-09-26 ავტორი: Prime Time

საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული

საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული

თელავის საკარანტინო ზონაში გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა, სანდო წყაროს ცნობით, მეტადონის პროგრამაში ჩართული იყო.

 

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპა.

 

მამაკაცის ცხედარი, გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროშია გადადვენებული, სადაც მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

 

შესაბამის უწყებას ოფიციალური კომენტარი, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზებზე ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, 29 წლის მამაკაცის ცხედარი, თელავის ერთ – ერთ სასტუმროში განთავსებულ საკარანტინე სივრცეში, სასტუმროს პერსონალმა იპოვა.

საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა
2020-09-26საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა

 

ავტორი: Prime Time

X