21:46 | 2020-09-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ადგილზე ე.წ. კატე კვლევას ვერ ვაკეთებთ“ – ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა დამძიმდა

„ადგილზე ე.წ. კატე კვლევას ვერ ვაკეთებთ“ – ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა დამძიმდა

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ერთ-ერთი ​Covid ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

 

როგორც ბათუმის სამშობიაროს დირექტორმა ნუგზარ პაპავამპრაიმტაიმთან განაცხადა, პაციენტის გადაყვანის აუცილებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა აუცილებელი.

 

ვთვლი, რომ თავიდანვე არ მქონდა კორონა, ტესტის პასუხი არ იყო სწორი - რას პასუხობს ორსულ ქალს ექიმი
2020-09-20ვთვლი, რომ თავიდანვე არ მქონდა კორონა, ტესტის პასუხი არ იყო სწორი - რას პასუხობს ორსულ ქალს ექიმი

 

„დღეს, საღამოს ერთ-ერთი ინფიცირებული ორსული თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს. მას ​ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – ტემპერატურა და სუნთქვის გაუარესება აღენიშნებოდა.

 

ჩვენ პაციენტის მდგომარეობა დავასტაბილურეთ და ამის შემდეგ, ის თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროებოდა, ადგილზე ე.წ. კატე კვლევას ვერ ვაკეთებთ, ვინაიდან ორსულებს ასეთი გამოკვლევა არ უტარდებათ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა, კორინავირუსითაა ინფიცირებული პაციენტი…

 

გარდა ამისა, საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს – თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, დედაქალაქში რეფერირება უნდა განხორციელდეს.”- განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X