20:21 | 2020-09-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

VIDEO: ექსკლუზიური კადრები კონფლიქტის ზონიდან – საჰაერო იერიში აზერბაიჯანულ სოფლებზე

VIDEO: ექსკლუზიური კადრები კონფლიქტის ზონიდან – საჰაერო იერიში აზერბაიჯანულ სოფლებზე

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა დღეს გამოაცხადეს!

 

ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება უფრო და უფრო იძაბება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

 

ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგას ისკანდერ განბაროვს ვესაუბრეთ, რომელმაც სპეციალურად „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიური კადრები გადაიღო კონფლიქტის ზონაში, სადაც დღეს დილით აზერბაიჯანულ სოფლებზე საჰაერო იერიში განხორციელდა.

 

ყარაბაღის განახლებული კონფლიქტი - დაშავებულთა ფოტოები ქვეყნდება
2020-09-27ყარაბაღის განახლებული კონფლიქტი - დაშავებულთა ფოტოები ქვეყნდება

 

„ეს ვიდეო დღეს დილით მაშინ გადავიღე, როდესაც სომხური მხარე აზერბაიჯანულ სოფლებს ბომბავდა. ჩვენმა სამხედროებმა ზოგიერთი ჭურის მოგერიება შეძლო, ზოგიც ვერა.

 

ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ამ საჰაერო იერიშის დროს, დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა, არის მსხვერპლი.“- განაცხადა ისკანდერ განბაროვმა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X