16:27 | 2020-09-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“დიდება დედოფალს!” – დოკუმენტური ფილმი მსოფლიო დონის მოჭადრაკე ოთხეულზე

“დიდება დედოფალს!” – დოკუმენტური ფილმი მსოფლიო დონის მოჭადრაკე ოთხეულზე

“დიდება დედოფალს” ასე ჰქვია – საქართველოს, ავსტრიისა და სერბიის კოპროდუქციას, რომლითაც დოკუმენტური ფილმების ფესტივალი,  CinéDOC-Tbilisi-ი 30 სექტემბერს დაიხურება. ეს არის დოკუმენტური ფილმი ოთხი მეგა მოჭადრაკის – ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალქსანდრიასა და ნანა იოსელიანის შესახებ. ცოცხალი ისტორია ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირებზე.

 

როგორები არიან ჭადრაკის რევოლუციონერი ქალები, ტიტულებს მიღმა, არაჩვეულებრივად ჩვეულებრივები, ექსცენტრულები, პედანტურები და თავისუფლები – თათია სხირტლაძის ფილმში ნახავთ. ფილმის სცენარის ავტორი თათიასთან ერთად ინა ივანჩეანუ გახლავთ.

 

ფილმი კინოთეატრების ეკრანებზე ნოემბერში გამოვა.

 

 

კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა - მოზაიკა - მაია ჩიბურდანიძე - დედოფლის ცხოვრება - ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნონა გაფრინდაშვილი 1981

 

დოკუმენტური ფილმის გადაღება სამი წელი მიმდინარეობდა. საქართველოს გარდა, გადაღებები მიმდინარეობდა – ხორვატიაში, ინგლისში, ავსტრიაში, საბერძნეთში… ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალები.

 

ნანა ალექსანდრია, ფილმთან დაკავშირებით, “პრაიმტაიმს” თავის ემოციას უზიარებს.

 

ნანა ალექსანდრია: – გასაკვირი იყო ის, რომ ძალიან დიდი ხნის გავლის შემდეგ მოხდა ჩვენით დაინტერესება. ქალბატონი თათია სხირტლაძე ავსტრიის მოქალქეა, 20 წელია ვენაში ცხოვრობს. ვენიდან რომ ჩამოვიდა და ამ ფილმის გადაღების იდეა გაგვაცნო, ჩვენი რეაქცია იყო ასეთი – ძალიან გვიანია, ასაკში ვართ, აღარც გვახსოვს, აღარც ნაპერწკალი გვაქვს შემორჩენილი-მეთქი. მაგრამ ისეთი ანთებული იყო, რომ ეს ემოცია გადაგვდო. მხატვარია, უნივერსიტეტში ასწავლის, ჭადრაკთან არანაირი შეხება არ აქვს. მოჭადრაკეების ოთხი გვარი იცის მხოლოდ, ჩვენს გარდა იცის, ფიშერი და კასპაროვი.

 

კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა - მოზაიკა - ნონა გაფრინდაშვილი - ლეგენდარული მოჭადრაკე - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნანა ალექსანდრია ...

 

 

თათიამ მოგვიყვა, საიდან წამოვიდა ფილმის გადაღების იდეა. როდესაც ვენაში წარმომავლობას ეკითხებონენ და თათია საქართველოს ახსენებდა, იქ სტალინის ასოციაცია მოსდიოდათ. მერე კულტურის ისტორიკოსს უთქვამს, ეს ის ქვეყანაა, მაგარი მოჭადრაკე ქალები რომ ჰყავთო! ჩემი ბავშვობაც ამ სახელებით გავატარე და ავსტრიაშიც რომ ეს სახელები დამხვდა, მივხვდი, რომ ეს ბრენდი იყოო, თქვა. მოკლედ, აენთო და ფილმის გადაღებას შეუდგა.

 

ჩემთვის საარქივო მასალა ძალიან ემოციურია. მე “უგვირგვინო დედოფალს” მეძახდნენ, მსოფლიო ჩემპიონთან თანაბარი ანგარიშით დავამთავრე. ამ ფილმის და რეჟისორის ძალიან მადლობელი ვარ. მე პირადად თათიას ამ აქტიურობამ გამომაცოცხლა. ფილმზე მუშაობის დროს წიგნიც კი შევადგინე, რასაც არ ვაპირებდი. წიგნი “ისტორია ფოტოებში” გავაკეთე. მოკლედ, თათია სხირტლაძის ძალიან მადლიერი ვარ.

 

ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ერთი მომენტი, ჩვენმა სახელებმა პანკისში რელიგიური გარღვევა გააკეთა. თათიამ პანკისში აღმოაჩინა ქალბატონი სახელად ნონა. სათვისტომო იყო წინააღმეგი, რომ მისთვის ქრისტიანული სახელი დაერქმიათ. მერე უხუცესთა საბჭომ დართო ნება და ეს ქალბატონი ამაყი ყოფილა, რომ ნონას სახელმა რელიგიური გარღვევა მოახდინა. გადაღების დროს, როდესაც ჩვენი სახელების ქალბატონები ჩამოიყვანეს, მე აღმოვჩნდი ორ პანკისელ ნონას შორის და ორივეს ჰყავდა და – სახელად ნანა.

 

მაშინ ჭადრაკი პოპულარული იყო და ეს ოთხი მოჭადრაკეც პოპულარული ვიყავით.

 

 

ნანა ალექსანდრია 70 წლისაა | GHN - ახალი ამბების სააგენტო

 

 

– ქალბატონო ნანა, ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ ოთხეულს?

 

– ძირითადად ნორმალური, ხან როგორ, ხან – როგორ. (იცინის)

 

– ცხოვრება საჭადრაკო დაფას ჰგავს?

 

– არ მიფიქრია ამაზე. ზოგ შემთხვევაში შენი პირადი ცხოვრება არის თამაშის ანარეკლი. ზოგი დიდი მოჭადრაკე, რომელიც ცხოვრებაში გაბედულად არ ითვლება და მოკრძალებულია, ჭადრაკის თამაშის დროს ბობოქარ შემოქმედებას და გაბედულ სვლებს ახორციელებს. ხანდახან თამაშისას ხდება იმის შევსება, რაც პიროვნულად გაკლია. ზოგ შემთხვევაში ჭადრაკში არის იმის გამეორება, როგორი პიროვნებაც ხარ.

 

25 წლის წინ შორეულ მანილაში ქართული ჰიმნი აჟღერდა! | GCF | საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 

– ცხოვრებაში რამენად გამოგდგომიათ ჭადრაკი?

 

– ჭადრაკი გონებას ავარჯიშებს, ნავარჯიშები თავი კი ცხოვრებაში ყველგან გამოგადგება. ბევრ რამეს გასწავლის – ლოგიკურ აზროვნებას, გათვლებს, სივრცობრივ წარმოდგენას, რაც კომპოზიტორსაც სჭირდება. დროის ყადრს სწავლობ, კონცეტრაციის უნარს გინვითარებს, სწავლობ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას. მეხსიერება კარგი მქონდა, მაგრამ წლების განმავლობაში მეხსიერება იჭმევა. ამჟამად ამით ვერ დავიკვეხნი.

 

ფილმით კმაყოფილია ნონა გაფრინდაშვილი. ჭადრაკის ვარსკვლავი “პრაიმტაიმთან” აცხადებს, რომ ფილმი შედგა და მას მაყურებელი მიიღებს.

 

ნონა გაფრინდაშვილი: – ჩემი პირველი გაოცება გამოწვეული იყო იმით, რომ ფილმი არაპროფესიონალს, ანუ მხატვარს უნდა გადაეღო. თათია მხატვარია და ეს პირველი ფილმია მისთვის. თუმცა მან რესურსი მოიპოვა, ნახა არქივი, შემოიკრიბა პროფესიონალები. კარგი სერბი ოპერატორი ჰყავდა და ტემპში წავიდა ყველაფერი. შემიძლია გითხრათ, რომ ფილმი შედგა. განსხვავებული ფილმია და მგონია, რომ მაყურებელი მიიღებს.

 

პირველ პლანზე მოჭადრაკეები ვართ, ფილმით საქართველო ფართო მასშტაბით წარსდგება მსოფლიოს წინაშე.

 

– თქვენთვის როგორი სატარებელი იყო დედოფლის ტიტული? 

 

– ჩვეულებრივი… კარგი და სასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა. ვის არ უხარია წარმატება.

 

– ვეტერანთა ტურნირში დღემდე თამაშობთ. როგორი მოთამაშე ხართ ახლა?

 

– მსიამოვნებს და ვთამაშობ. დადებით ემოციას ვიღებ. როცა მივხვდები, რომ ვერ ვაზროვნებ და ვერ ვთამაშობ, მაშინვე მივატოვებ.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X