17:28 | 2020-09-28 ავტორი: თამთა თორდია

ცნობილია, ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი

ცნობილია, ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა 
2020-09-28საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა 

 

გარდაცვლილი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

„60 წელს გადაცილებული, მამაკაცი. იყო ქრონიკული თირკმლის უკმარისობით – დიალიზის პაციენტი. ჰქონდა დიაბეტი, გართულებული პნევმონიით. ერთ კვირაზე მეტია რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ლევან გოფოძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულების რაოდენობა 5552-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5650 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 32.

 

ავტორი: თამთა თორდია

X