18:47 | 2020-09-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“ცეკვას არ ვაპირებდი, მაგრამ თეა მოვიდა და გამომიცეკვა… მეც ავყევი” – მაია ბარათაშვილის და თეა დარჩიას ცეკვა (ვიდეო)

“ცეკვას არ ვაპირებდი, მაგრამ თეა მოვიდა და გამომიცეკვა… მეც ავყევი” – მაია ბარათაშვილის და თეა დარჩიას ცეკვა (ვიდეო)

მაია ბარათაშვილმა, პანდემიამდე გამართულ თავის საიუბილეო კონცერტზე შესრულებული ერთ-ერთი კომპოზიციის დროს, თეა დარჩიასთან ერთად იცეკვა. ეს იყო ექსპრომტი, როგორც თეასგან, ასევე მაიასგანაც.

 

მომღერალი “პრაიმტაიმთან” ამ ნომერზე საუბრობს.

 

მაია ბარათაშვილი: – თეამ საჩუქარი გამიკეთა და ჯონ მაკლაფინის კომპოზიციაზე – The Meeting (ზაზა მიმინოშვილის არანჟირებით) ეს საცეკვაო ნომერი მაჩუქა. რას გააკეთებდა, არ ვიცოდი. თეამაც არ იცოდა, რას იცეკვებდა. ექსპრომტად ამოვიდა სცენაზე და იცეკვა.

 

მე ცეკვას არ ვაპირებდი, მაგრამ მოვიდა და გამომიცეკვა, თითქოს კითხვით მომმართა და მე ვიფიქრე, რომ ჩვენს შორის დიალოგი კარგი იქნებოდა და ავყევი. თეა ნიჭიერია და დიალოგში ჩამითრია. ამდენად ქალებს შორის სპონტანური კითხვა-პასუხი შედგა.

 

ცეკვაზე არასდროს მივლია. დიდი გულისტკივილით ვამბობ იმას, რომ ეს ნამდვილად საწყენია. ვფიქრობ, ყველა გოგონა უნდა დადიოდეს ქართულ ცეკვაზე. ქართული ცეკვა გრაციაა.

 

No description available.

 

თეამ რამდენადაც მითხრა, ჩვენი ნომერი კარგი გამოვიდა. პრინციპში, ხელების ანგაჟირება გავაკეთე მხოლოდ. სხვათა შორის, მაია პლისეცკაია ამბობდა, ხელებით ზღვა ემოციის გამოხატვა შეიძლებაო. ქართული ცეკვა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

 

მე ცეკვა მიყვარს. იყო პერიოდი მეგობრები ვათენებდით ჯაზკლუბში, სადაც ხარისხიანი მუსიკა იყო და ბევრსაც ვცეკვავდით…

 

ვფიქრობ, რომ მე რომ პროფესიონალურად ცეკვა ვიცოდე, კარგადაც გამომივა. თეა მეუბნება, მოდი, გასწავლიო და არ არის გამორიცხული, ცეკვის სასწავლებლად მივიდე. რატომაც არა?! დიდი სიამოვნებით.

 

ზაზა მიმინოშვილი (გიტარა/არანჟირება), ზაზა მარჯანიშვილი (კლავიში), ლევან დეისაძე (ბასგიტარა), ჯორჯ მელი (დასარტყამი), ბექა ბუჩუკური (ვოკალი), მაია ბარათაშვილი (ვოკალი), თეა დარჩია (თედასი), ლექსო ჭუმბურიძე (გზება ქართული ცეკვა)

Posted by Maia Baratashvili on შაბათი, 26 სექტემბერი, 2020

ავტორი: თამარ გონგაძე

X