19:54 | 2020-09-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს – ვის მიმართავს „ქართული ოცნების“ ლიდერი

ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს – ვის მიმართავს „ქართული ოცნების“ ლიდერი

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს და წერილს აქვეყნებს:

 

„ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს!

 

თქვენი შენიშვნების მოსასმენად არ მომიწვევიხართ ეთერში! - რა ეწყინა ნინო ჟიჟილაშვილს გიორგი ბარამიძისგან (ვიდეო)
2020-09-28თქვენი შენიშვნების მოსასმენად არ მომიწვევიხართ ეთერში! - რა ეწყინა ნინო ჟიჟილაშვილს გიორგი ბარამიძისგან (ვიდეო)

 

ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის – უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ“, – ნათქვამია ივანიშვილის მისალოც წერილში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X