
იტალიაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
„ემიგრანტების იმედის“ შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, თინა კინწურაშვილს ქალაქ ნაპოლში მანქანა დაეჯახა, რის შემდეგად ქალი გარდაიცვალა.
„შოთო სიხარულიძე „ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. მოიხსენიეთ ახლადშესვენებული თინა კინწურაშვილი“, – წერს სიხარულიძე.






















