
ზიმბაბვეში სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზი ბაქტერიული დაავადება გახდა. ამის შესახებ ველური ბუნებისა და ნაკრძალების სააგენტოს ხელმძღვანელმა ფულტონ მანგვანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სპილოების დიდი ნაწილი პასტერელეზით, ნაწილი კი ჰემორაგიული სეპტიცემიით დაიღუპა. 12 მკვდარი სპილო ხვანგეს ნაკრძალში აგვისტოს ბოლოს იპოვეს. მას შემდეგ ბაქტერიულმა დაავადებამ კიდევ 21 სპილო იმსხვერპლა.






















