21:21 | 2020-09-29 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რას იძიებს პროკურატურა – დავით გარეჯის საქმის დეტალები 

რას იძიებს პროკურატურა – დავით გარეჯის საქმის დეტალები 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

საგამოძიებო ორგანოს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ რა პერიოდის ეხება საქმე და ვისი შესაძლო დანაშაული იკვეთება.

 

პროკურატურის საგანგებო განცხადება - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები ჩვენი ქვეყნის საზიანოდ შეთანხმდა
2020-09-29პროკურატურის საგანგებო განცხადება - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები ჩვენი ქვეყნის საზიანოდ შეთანხმდა

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ თბილისში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ახალი კარტოგრაფიული მასალები, ამიტომ ქართულ–აზერბაიჯანული 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება პროკურატურაში დაწყებული გამოძიება.

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას…პროკურატურის განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X