22:51 | 2020-09-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მარნეულში ჩვენს ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ – საზოგადოებრივი მაუწყებელი 

მარნეულში ჩვენს ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ – საზოგადოებრივი მაუწყებელი 

მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩვენს ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი – „მთავარი არხი“ მარნეულში დაპირისპირებაზე
2020-09-29„ჩვენს ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი – „მთავარი არხი“ მარნეულში დაპირისპირებაზე

 

„შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

 

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

 

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება“, – აცხადებენ ტელევიზიაში.

 

VIDEO: დამტვრეული კამერები, მანქანები და დაშავებულები – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X