
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი სამედიცინო ცენტრი (ყოფილი პირველი სამშობიარო) დაიხურა, ამის მიზეზად კლინიკაში კორონავირუსის დაფიქსირება დასახელდა.
დეტალების გარკვევის პროცესში „პრაიმტაიმმა“ შეიტყო, რომ კლინიკის თითქმის ნახევარი ნაწილი კოვიდ-ინფიცირებულთა მიმღებად გადაკეთდა.
გაირკვა, რომ ფეხმძიმეები ჩვეულებრივ დადიან აღრიცხვაზე, კონსულტაციებზე, საჭირო პროცედურებს მშობიარეებსაც უწევენ.
პირველი სამედიცინო ცენტრის ფინანსური დირექტორის, ქეთევან პოპიაშვილის განმარტებით, კლინიკაში მძიმე პაციენტები არ ჰყავთ.
„გიდასტურებთ, რომ კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებულთა ზონა გვაქვს, სულ 86 საწოლია მათთვის გამოყოფილი. პირველი პაციენტი 22 სექტემბერს მივიღეთ.
3 განყოფილება მწვანე ზონად დავტოვეთ, ექოსკოპია, ლაბორატორია და ა.შ ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. ამჟამად, 22 პაციენტი გვყავს. თავიდან 24 იყო, თუმცა 2 ინფიცირებული სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
მძიმე პაციენტები არ გვყავს, არიან მსუბუქი და საშუალო სიმპტომებით“, – გვითხრა კლინიკის წარმომადგენელმა.























