12:02 | 2020-10-01 ავტორი: Prime Time

გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან? – რას ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში

გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან? – რას ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებება დატოვა. ამ შესახებ „მთავარი არხი“ იტყობინება, თუმცა ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ არც ინფექციურ სავადმყოფოში და არც ჯანდაცვის სამინისტროში არ დაუდასტურეს.

 

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ გავრცელებულ ინფორმაციაზე თენგიზ ცერცვაძე განცხადებას თავად გააკეთებს.

 

საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კი აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

 

„რას ბრძანებთ, საიდან მოიტანეთ?! სიმართლეს არ შეესაბამება“, – გვითხრა მარინა ენდელაძემ.

 

„მე ახლა ბათუმში ვარ და ბატონი თენგიზიც ბათუმში ვიზიტისთვის ემზადება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ
2020-03-13ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X