16:17 | 2020-10-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის მამაკაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის მამაკაცია

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში 29 სექტემბრიდან გადიოდა მკურნალობის კურსს.

 

პაციენტის დიაგნოზი იყო COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია.

 

თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა.

 

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს“ – აცხადებენ უწყებაში.

 

ინფორმაციისთვის, აჭარაში კორონავირუსით სულ 14 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X