16:24 | 2020-10-01 ავტორი: Prime Time

კონსერვატორიის სცენიდან პოლიტიკაში – „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პიანისტი, ელისო ბოლქვაძე იქნება

კონსერვატორიის სცენიდან პოლიტიკაში – „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პიანისტი, ელისო ბოლქვაძე იქნება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

 

საარჩევნო სიაში პიანისტი ელისო ბოლქვაძეც იქნება. ის პარტიული სიის 32-ე ნომერია

 

პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს; ასპირანტურა 1992 წელს.

 

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია წარადგინა 
2020-10-01„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია წარადგინა 

 

1994-1995წწ. მუშაობდა პედაგოგად; მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში; ჰქონდა სოლო-კონცერტები (ძირითადად საზღვარგარეთ), ღია გაკვეთილები, კონცერტები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი შესრულებით ჩაწერილია კომპაქტური დისკები “არტ ენდ ელექტრონიქსში”(1990), რომელიც კალიფორნიაში დაიბეჭდა; ხუთი კონცერტი ჯანსუღ კახიძესთან ერთად “Sony Clasical”-ში; “Radio France”-ში პარიზში გამოვიდა ლონგის კონკურსის ლაურეატების ჩანაწერი, რომელშიც მისი ფინალის კონცერტია ჩაწერილი(1995).

 

პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს – მიშელ სონის, რომელთანაც იგი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ “SOS  Talents”-ის პროექტში.

 

პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში – ევროპას, ამერიკასა და რუსეთში; იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან; ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ  და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე.

 

არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები რეგულარულად გადაიცემა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე.

 

ელისო ბოლქვაძის დედა ქალიშვილის მინისტრობის წინააღმდეგია
2020-01-30ელისო ბოლქვაძის დედა ქალიშვილის მინისტრობის წინააღმდეგია
ავტორი: Prime Time

X