20:41 | 2020-10-01 ავტორი: Prime Time

VIDEO: სააკაშვილს რესტორანში შეირაღებული კაცი დაესხა თავს

VIDEO: სააკაშვილს რესტორანში შეირაღებული კაცი დაესხა თავს

30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან „Fabius“-ში თავს დაესხნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გამოცემა „სტრანას“ ცნობით, პოლიციაში წყარომ განაცხადა, რომ უცნობი მამაკაცი შეიპარა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა.

 

ვიდეოში ჩანს, რომ მაგიდასთან, სადაც სააკაშვილი სადილობდა, აუჩქარებლად მიდის მამაკაცი და ესაუბრება. სააკაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი მის გაყვანას ცდილობს. შემდეგ კიდევ ორი ადამიანი მოდის და ეღობება სააკაშვილს, რომელიც განაგრძობს მაგიდასთან ჯდომას.

 

იხილეთ ვიდეო

ავტორი: Prime Time

X