21:26 | 2020-10-02 ავტორი: რუსა ღვანიძე

„მინდა ჩემმა ქართველებმა იცოდნენ, რომ ისრაელში არსებობს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „შალვა“ და ფესტივალი „გეორგიადა“ – კაცი, რომელმაც ისრაელში პატარა საქართველო „ააშენა“

„მინდა ჩემმა ქართველებმა იცოდნენ, რომ ისრაელში არსებობს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „შალვა“ და ფესტივალი „გეორგიადა“ – კაცი, რომელმაც ისრაელში პატარა საქართველო „ააშენა“

ისრაელის ქალაქ ბეერ შევიში, არსებობს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი, რომლის მთავარი ქორეოგრაფი, ცნობილი ქართველი ებრაელი დავით ეფრემაშვილია. ქალაქის მერიასთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „შალვა“, 1972 წელს დაარსდა.

 

ბ-ნი შალვა საქართველოში, კერძოდ, ქ.სენაკში დაიბადა. მან ხანგრძლივი და ნაყოფიერი გზა განვლო ქართულ ქორეოგრაფიაში. მისი პედაგოგი და ქორეოგრაფი, ბ-ნი გელა მატახერი გახლდათ.

 

ბ-ნი შალვა ისრაელის დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე და ქორეოგრაფია. ქართველი ღვაწლმოსილი ხელოვანი 1997 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა და მას შემდეგ, ანსამბლს, დამფუძნებლის საპატიო სახელი დაერქვა.

 

 

 

ანსამბლს სათავეში მისი ვაჟი დავით ეფრემაშვილი ჩაუდგა და დღემდე ნაყოფიერ მოღვაწეობას აგრძელებს. მან თავისი შრომით და მონდომებით, დიდ წარმატებებს მიაღწია.

 

ცეკვა და ქორეოგრაფია მის ოჯახურ ტრადიციად იქცა. ანსამბლის წამყავანი მოცეკვავეები დავითის ვაჟები – შაი და გაბი არიან.

 

დავით ეფრემაშვილის ხელმძღვანელობით, ანსამბლი მრავალი კონკურსების და ფესტივალების გამარჯვებული გახდა, როგორც ისრაელში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ბათუმში ჩატარებულ ქართული ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე გრან პრის ჯილდო და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ბ-ნი დავითი ქ.სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ იყო მიწვეული, სადაც „ქალაქის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა.

 

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დავით ეფრემაშვილმა ისრაელში დაარსა ქართული ხელოვნების ფესტივალი „გეორგიადა“, სადაც ყოველ წლიურად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მოწვეული სტუმრები.

 

კერძოდ ბიძინა მახარძე, მამუკა ონაშვილი, დავით როსტომაშვილი, დათო კენჭიაშვილი, ისრაელის და საქართველოს ვარსკვლავი მორის ჯანაშვილი, ანსამბლი „თამარიონი“ ,ქართული ცეკვის ანსამბლი თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით და სხვები.

 

ფესტივალის ყველა კონცერტმა, სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა.

 

2021 წელს ანსამბლი 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება.

 

წარმატებები ვუსურვოთ ამ ნამდვილად დამსახურებულ ადამიანს და მის ანსამბლ „შალვა“ს!

 

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბ-ნი დავითი გულთბილად მიმართავს ქართველებს და აცხადებს, რომ სურვილი აქვს, ყველა ქართველმა იცოდეს – ისრაელში მოღვაწეობს შალვას ვაჟი დავით ეფრემაშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოში და სანამ ცოცოხალი იქნება, არადროს დიავიწყებს ქართველ ხალხს:

 

ისრაელი „წითელ ზონად“ გამოცხადდა და რამდენიმე ქალაქი ჩაიკეტა. ყველგან პოლიცია დგას, გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ, 500 მეტრის რადიუსზე შეგვიძლია სახლიდან გასვლა.

 

„წითელი სტატუსის“ მქონე ქალაქებში, მათ შორის ბეერ შევიშიც, კომენდატის საათი ამოქმედდა. შეიზღუდა თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ჩემი ანსამბლის რეპეტიციებიც შეჩერდა.

 

აღნიშნულ ზონებში დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. დახურულ სივრცეში აიკრძალა 10- ზე მეტი და ღია სივრცეში – 20 ადამიანის შეკრება.

 

 

„ლაზი არ ვარ, მაჭახელელი ქართველი ვარ!“ - „გელინოს“ და „ჯილველოის“ შემსრულებელმა ქართული სიმღერები შვილებსაც შეასწავლა
2020-06-08„ლაზი არ ვარ, მაჭახელელი ქართველი ვარ!“ - „გელინოს“ და „ჯილველოის“ შემსრულებელმა ქართული სიმღერები შვილებსაც შეასწავლა

 

 

ბევრისგან მსმენია, კორონავირუსით დაავადდაო. ზოგი კლინიკაში მკურნალობს, უმეტესობა სახლშია, თვითიზოლაზიაში. დაიხურა სამსახურები, ძალიან მძიმე და დაძაბული სიტუაციაა ქვეყანაში. ორი თვეა ხელფასი არ ამიღია.

 

მოგვიყევით, თქვენი ანსამბლის შექმნის ისტორია…

 

1972 წელს ისრაელში, კერძოდ, ქალაქ ბეერ შევაში მამაჩემმა, შალვა ეფრემაშვილმა პირველი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბა, რომლის სახელწოდებაც – „შალვა“, მის საპატივცემლოდ დაერქვა.

 

Нет описания.

 

წარმოშობით სენაკიდან ვართ, იქ დავიბადე. 7 წლის ვიყავი, როცა ისრაელში გადმოვსახლდით. უკვე 55 წლის ვარ, მაგრამ მამის ტრადიციებს ისევ ვაგრძელებ. მეც მოცეკვავე ვარ, შალვამ შემასწავლა ქართული ცეკვა.

 

შესანიშნავი ქორეოგრაფი და უძლიერესი მოცეკვავე იყო. დამთავრებული ჰქონდა, თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ტექნიკუმი. საბჭოთა კავშირის არმიის ცეკვის ანსამბლშიც კი ცეკვავდა.

 

ჯარიდან დაბრუნებულმა, ქ. სენაკის ერთ-ერთ სკოლაში ცეკვის მასწავლებლად გააგრძელა მუშაობა, ამავე დროს, ა. ხორავას სახელობის თეატრის დამდგმელი ქორეოგრაფიც იყო.

 

რომელ წელს გადმოსახლდით ისრაელში?

 

1972 წელს – შვიდი წლის ვიყავი. მამის კვალს გავყევი და ქართული ცეკვები შევისწავლე. მამა 1997 წელს – 57 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას შემდეგ, მისი მოღვაწეობა გავაგრძელე – 23 წელია ამ საქმეში ვარ.

 

Нет описания.

 

ხშირად სტუმრობთ საქართველოს?

 

უამრავი ქართველი მეგობარი მყავს საქართველოში და ხშირად ჩამოვდივარ. ჩვენი ანსამბლი, ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ანსამბლის საპატიო წევრი გახდა. ერთი წლის წინ, ქალაქის მერიამ მიმიწვია საქართველოში და სენაკის საპატიო წოდება მომანიჭა. ღონისძიებას უამრავი ქართველი და უცხოელი ესწრებოდა, ჯილდო თავად ქალაქის მერმა გადმომცა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.

 

სამჯერ გვქონდა გასტროლი საქართველოში – კონცერტები გავმართეთ გრიბოედოვის თეტრში, მთაწმინდის პარკში, ბათუმის თეტრში, ანაკლიაში.

 

შარშან აჭარაში გვქონდა გასტროლი და „გრან პრის“  მფლობელები გავხდით.

 

მხოლოდ ქართველები ცეკვავენ ანსამბლში?

 

აბა რაა, ძირითადად ქართველი ებრაელები – თბილიდან, ქუთაისიდან, რაჭიდან ჩამოსულები არიან. სამი შვილი მყავს, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ჩემი ორივე ბიჭი, პროფესიონალი მოცეკვავეა – ჩემ ანსამბლში ცეკვავს.

 

არ ივიწყებთ ქართულ ადათ-წესებს…

 

მთელი ჩემი ოჯახი, დღემდე ქართულ ტრადიციებს ვემსახურებით! საკონცერტო პროგრამაში შეტანილი გვაქვს „ქართული“, „დავლური“, „მთიულური“, „კინტაური“ და სხვა. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ, „რაჭული„ ცეკვაც კი დავდგი.

 

ღმერთის წყალობით, აქ პატარა საქართველო მოვაწვეთ. ყოველ წელს, ქ. ელადაში 280-ნომრიან სასტუმროს ვქირაობ და საქართველოდან მომღერლები და მოცეკვავეები ჩამომყავს – მამუკა ონაშვილი, დათო კენჭიაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, ნიკა არაბიძე, დათო როსტომაშვილი და ხშირად სამ თვიან კონცერტებს ვაწყობ.

 

მთელმა საქართველომ მინდა იცოდეს, ჩემი საქმიანობის და შემოქმედების შესახებ. ისრაელში დაბადებული ქართველი ბავშვები, გარდა იმისა, რომ ქართულ ენას არ ივიწყებენ, ქართულ ცეკვებსაც სწავლობენ, თან მაღალ დონეზე.

 

 

ვილოცოთ, „გადაშენდეს“ ეს კორონავირუსი, რომ ჩვენს საქმეებს დავუბრუნდეთ. მიჭირს ძალიან სახლში ჯდომა და უმუშევრობა. ადამიანები, ერთმანეთს დაშორდნენ, შეხება ეშინიათ, რომ ვირუსი არ გადაედოთ – ძალიან მძიმე სიტუაციაა.

 

არასდროს დავივიწყებ ქართულ ტრადიციებს! მიყვარს ჩემი საქართველო, ქართული ენა, ცეკვა, საუბარი, ქცევა, რომ მნახოთ, მიხვდებით, რომ ყველაფერი ქართული მაქვს.

 

საკმაოდ რთულია რაჭული ცეკვის ილეთები…

 

პირველად რომ რაჭული მუსიკა მოვისმინე, ემოციისგან კანკალი დავიწყე. ილეთების სწავლა, ერთ-ერთ ქართველ ებრაელ ბადრი ამშიკაშვილს ვთხოვე, რომელიც ქ. ონის ქართული ცეკვის ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე იყო. მისი შვილები, ჩემი მოსწავლეები იყვნენ.

 

პირველად, მან მასწავლა რამდენიმე ილეთი. ისე შემიყვარდა და მომეწონა, „რაჭული“ ცეკვის დადგმა გადავწყვიტე. რამდენიმე ხნის შემდეგ, ცხონებული დათო (დათუნიკა) სხირტლაძე მეწვია სტუმრად. მან კიდევ რამდენიმე ილეთი მასწავლა, დანარჩენი ჩემით ვისწავლე.

 

მართლაც საოცარი თეტრალური სანახაობა დავდგი – მსახიობი ვარ და შესანიშნავი პროექტი გამოვიდა. პირველად ეს ცეკვა თელ-ავივში გავიტანე, კონცერტს – 3000 კაცი ესწრებოდა, სადაც ცეკვა „რაჭულმა“, საოცარი მოწონება დაიმსახურა.

 

Нет описания.

 

სხვათა შორის, ამ კონცერტს საქართველოდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ – „კომედი შოუს“ ბიჭები, ლელა წურწუმია. ისეთი სასწაული დადგმა გამოვიდა, პირველი ადგილი მოგვანიჭეს. მართლაც, საკმაოდ რთული ილეთებია, თუ ვირტუოზი არ ხარ, გაგიჭირდება შესრულება.

 

რასაც ისრაელში ვაკეთებ, ამით საქართველოს ვასახელებ. მიხარია, რომ საქართველო და ქართველები, ხშირად მიკრავენ ტაშს. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი, რადგან მეც საქართველოში დაბადებული კაცი ვარ. დიდი ხანია ისრაელში გადმოვსახლდი, მაგრამ საქართველო და ჩემი ხალხი, არასდროს დამვიწყებია და სანამ ცოცოხალი ვიქნები, არც დავივივიწყებ.

 

ხშირად ჩამოდიან საქართველოდან სტუმრები და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ასევე დიდი პატივით მხვდებიან საქართველოშიც.

 

ქ. სენაკის ა. ხორავას სახელობის თეატრი ძალიან მაღალ დონეზე გაარემონტეს და მინდა, რომ ჩემი ანსამბლის წევრებით ჩამოვიდე და მამაჩემის სახელზე კონცერტი გავმართო.

 

Нет описания.

 

 

ოჯახის შესახებ რას მოგვიყვებით?

 

ერთი წლის წინ, ჩემი ვაჟი დაოჯახდა და სასწაული ქორწილი გადავიხადე, ნამდვილი თეატრალური დადგმა იყო. ნეფე-პატარძალმა ქართული ცეკვა შეასრულა, რძალიც ქართველი ებრაელია, მამა ქუთაისელი და დედა რაჭველი ჰყავს. ისიც ჩემი მოსწავლე იყო, ჩემ ანსამბლში ცეკვავდა.

 

2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი მყავს და სამივე პროფესიონალი მოცეკვავეა. ორი შვილიშვილი მყავს, ერთი 8 წლის და მეორე 3 -ის, ორივე ცეკვავს. ფაქტიურად, მთელი ოჯახი ვცეკვავთ.

 

 

მეუღლეც მოცეკვავეა?

 

უი არაა, მეუღლე არ არის მოცეკვავე, ჩემი სიგიჟე სახლშიც ეყოფა! (იცინის). ისიც ქართველი ებრაელია – სიმა ეფრემაშვილი (მამისთვალოვი), მისი ოჯახიც სენაკიდან არის. პროფესიით ექთანია, ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.

 

როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 

ცოლად რომ შევირთე, 15 წლის იყო – მე 23 -ის. პირველად შემთხვევით შევხვდი უბანში, ძალიან მომეწონა. ვიცოდი, რომ ქართველი ებრაელი იყო და მამაჩემს ვუთხარი, ეს გოგო ცოლად უნდა შევირთო-მეთქი.

 

ისეთი მამის შვილი ვიყავი, ვიცოდი, რომ ვისაც ხელს დავადებდი, უარს არავინ მეტყოდა (იცინის). თან გავიგე, რომ კარგი მშობლები ჰყავდა. მამაჩემმა რომ გაიგო, მთელი სანათესავო ჩარია – დატრიალდით ჩქარა, დათოს ცოლის შერთვა უნდაო.

 

პირდაპირ სახლში მიადგნენ და უთხრეს, ჩვენ ბიძაშვილს თქვენი გოგო მოეწონა და ცოლად უნდა გაატანოთო. რომ გაიგეს, შალიკოს შვილიაო, ეგრევე დათანხმდნენ, თან გარეგნობაც ხელს მიწყობდა. იმ საღამოსვე შედგა ნიშნობა და მალე ცოლადაც შევირთე.

 

მეუღლეს თუ მოეწონეთ?

 

მისთვის არც უკითხავთ, მთავარი იყო, რომ მე მომეწონა, თან ჩემზე უკეთესი ვინ წაიყვანდა (იცინის).

 

ქორეოგრაფის გარდა, რა პროფესია გაქვთ?

 

ჯარში ვიმსახურე სამი წელი და ამის შემდეგ, კერძო დეტექტივობა შევითავსე. 48 წელია ისრაელში ვცხოვრობ, სადაც გვასწავლიდნენ, როგორ უნდა დაიცვა თავი. გოგოებიც კი მსახურობენ ჯარში.

 

ყველაზე მძიმე წლები მქონდა, როცა ჩემი ბიჭები გაიწვიეს ჯარში. ორივე სპეცრაზმელები არიან. სამი წელი მსახურობდნენ და სამი დღე არ მიძინია წესიერად, ისეთი საშიში და მკაცრი რეჟიმი იყო.

 

რა არის თქვენთვის ქართული ცეკვა?

 

ქართული ცეკვა, ძალიან განსხვავებულია სხვა ცეკვებისგან. სულ ემოციაში ვარ, რადგან ყოველდღიურად მიწევს ამასთან შეხება. სასწაულად შემიყვარდა და შევეჩვიე ცეკვას, ტრავმებიც კი მაქვს მიღებული – ორივე მუხლის ოპერაცია მაქვს გაკეთებული.

 

Нет описания.

 

მამას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელშიც უდიდეს პატივს სცემდნენ. 57 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე 32 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, მისი საქმიანობა გამეგრძელებია, თან ერთადერთი შვილი ვყავდი.

 

მინდა ჩემმა ქართველებმა იცოდნენ, რომ ისრაელში იმყოფება შალიკოს ვაჟი – დავით ეფრემაშვილი, რომელიც მართალია საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩვენ ქართველობას ისრაელში, ცეკვით და სიმღერით ვინახავთ, რომ არსებობს ქართული ცეკვის ანსამბლი „შალვა“, რომელიც ყოველთვის ასახელებს საქართველოს.

 

მინდა მთელი საქართველო ვასახელო, ჩემი ანსამბლის წარმატებით. ქართულ ცეკვებს რომ უყურებენ უცხოელები, გაოცებულები რჩებიან, თვალებს აბრიალებენ.

 

48 წელია რაც აქ ჩამოვედი და დღემდე არ ვღალატობ, ქართულ ტრადიციებს. რაც მამა ამ ქვეყნიდან წავიდა, უფრო გამიძლიერდა საქართველოს სიყვარული. 

 

„პრაიმტაიმი“ უამრავ წარმატებებს უსურვებს ამ ნამდვილად დამსახურებულ ადამიანს და მის ანსაბლ „შალვა“-ს კი, მუდამ გამარჯვების ოლიმპზე დგომას!  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X