20:24 | 2020-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თუ ბავშვს აქვს ცხელება, როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა მას კორონავირუსი – პედიატრ ივანე ჩხეიძის რჩევა

თუ ბავშვს აქვს ცხელება, როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა მას კორონავირუსი – პედიატრ ივანე ჩხეიძის რჩევა

თუ ბავშვს აქვს ცხელება და არ უნდა პირველ ეტაპზე 112-ში დარეკვა, როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა – აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსი? – ამ კითხვით პრაიმტაიმმა იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორს, პედიატრ ივანე ჩხეიძეს მიმართა.

 

ივანე ჩხეიძე: დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ვითარება მიგვითითებს იმაზე, რომ ყველა ცხელების შემთხვევა უნდა განვიხილოთ როგორც პოტენციურად კორონავირუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ბავშვი იყოს, ან არ იყოს კოვიდინფიცირებული

 

ტრაგედია ქობულეთში: მე-4 კლასელი ბავშვი გარდაცვლილი ნახეს - რას ყვებიან მეზობლები?
2020-10-02ტრაგედია ქობულეთში: მე-4 კლასელი ბავშვი გარდაცვლილი ნახეს - რას ყვებიან მეზობლები?

 

შესაბამისად, არ არსებობს არცერთი კლინიკური ნიშანი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ განვასხვავოთ კორონავირუსია თუ რამე სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. ნებისმიერი ბავშვის ცხელება ექიმის მიერ უნდა იყოს შეფასებული, ტესტირებული და გადაწყვეტილი, თუ რა ხდება.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X