22:47 | 2020-10-02 ავტორი: თამთა თორდია

ვისაც უხარია, რომ კორონა დამიდასტურდა… მორჩით სიხარულს – ხატია სიჭინავა

ვისაც უხარია, რომ კორონა დამიდასტურდა… მორჩით სიხარულს – ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავას მიერ დაწერილ სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

 

მან რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის საპასუხოდ კი ის წერს:

 

„იმათ, ვისაც უხარია, რომ კოვიდ19 დამიდასტურდა, მოეშვით ოცნებას! კოვიდის სხვა ფორმა გაქვთ თქვენ!! ტესტი აიღეთ, ტვინის რამდენი უჯრედი დაგრჩათ ცოცხალი და რამდენი დაწვა კორონამ!! მორჩით სიხარულს!! არც მე და არც ჩემი შვილები არ შევდივართ არც რისკჯგუფში და არც კოვიდ გამოთაყვანებულებში!!

 

სათაური რომ წაიკითხეთ და თვალთ დაგიბნელდათ სიხარულისგან, ეგ ენდორფინი გეყოფათ ცოტა ხანი! სხვა რამეს მოგვიანებით მოვიგონებ, რომ ნეგატივისგან ღონემიხდილებს ცხოვრების ხალისი დროებით მაინც დაგიბრუნოთ! ღმერთო, აანთე შუქი საქართველოში”. – წერს ხატია სიჭინავა.

 

როგორც ველოდი, ჩემი პასუხი ტესტზე დადებითია - ხატია სიჭინავა 
2020-09-30როგორც ველოდი, ჩემი პასუხი ტესტზე დადებითია - ხატია სიჭინავა 
ავტორი: თამთა თორდია

X