13:07 | 2020-10-04 ავტორი: Prime Time

ვინ არიან დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

ვინ არიან დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

დღე-ღამეში, საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

გაიგეთ, დღეიდან სად შეძლებთ გამგზავრებას - ქუთაისის აეროპორტი ფრენებს ანახლებს
2020-10-04გაიგეთ, დღეიდან სად შეძლებთ გამგზავრებას - ქუთაისის აეროპორტი ფრენებს ანახლებს

 

გარდაცვლილი 88 წლის ქალია, რომელიც ბათუმიდან 1-ელ ოქტომბერს გადაიყვანეს დედაქალაქში. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, ქალის მდგომარეობა მძიმე იყო.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ გარდაცვლილს: ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

90 წლის კაცი კლინიკაში 22 სექტემბერს შეიყვანეს. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა პარკინსონის დაავადება, ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და ტვინის ინფარქტი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118-ს შეადგენს.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

ავტორი: Prime Time

X