
დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 578 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 52-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.






















