21:28 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდა – მთავრობის გაფრთხილება მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდა – მთავრობის გაფრთხილება მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდა?! ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის და მშობლებსა და ბავშვებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

 

მშობლების საყურადღებოდ: 

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მას აქვს მომატებული ტემპერატურა (37° და მეტი), ხველა, სურდო ან სხვა რესპირატორული სიმპტომი;

 

ამ შემთხვევაში აცნობეთ სკოლას ბავშვის გამოუცხადებლობის მიზეზი;

 

გამოიძახეთ ოჯახის ექიმი ან დარეკეთ 112-ზე;

 

სკოლაში ბავშვებმა:

უნდა დაიცვან მინიმუმ, 1-მეტრიანი დისტანცია;

 

ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და დაიმუშაონ სპირტიანი ხსნარით;

 

თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია „Covid 19-ის“ წინააღმდეგ ბრძოლაში – მთავრობის ადაპტაციისა და მართვის გეგმის აღრსულებაში!

ავტორი: Prime Time

X