10:40 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

549 ახალი ინფიცირებული და 268 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის შედგები 6 ოქტომბერს

549 ახალი ინფიცირებული და 268 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის შედგები 6 ოქტომბერს

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,268 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის მთავარი რეკომენდაციები

 

ატარეთ პირბადე

 

დაიცავით დისტანცია

 

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მას აქვს მომატებული ტემპერატურა (37° და მეტი), ხველა, სურდო ან სხვა რესპირატორული სიმპტომი;

 

ავტორი: Prime Time

X