11:30 | 2020-10-06 ავტორი: თამთა თორდია

ცნობილია ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტი

ცნობილია ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. 3 აჭარაში, ხოლო ერთი მცხეთაში გარდაიცვალა.

 

ერთ-ერთი გარდაცვლილი 68 წლის კაცია, რომელსაც პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

 

64 წლის ქალს კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დიაბეტი აღენიშნებოდა. მესამე გარდაცვლილი 84 წლის კაცია. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

 

549 ახალი ინფიცირებული და 268 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შედგები 6 ოქტომბერს
2020-10-06549 ახალი ინფიცირებული და 268 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შედგები 6 ოქტომბერს

 

მეოთხე პაციენტი მცხეთაში გარდაიცვალა. 67 წლის ქალი ონკოლოგიური პაციენტი იყო.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი: თამთა თორდია

X