11:51 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

ეროვნული გვარდიის ოფიცრის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული გვარდიის ოფიცრის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცრის მეუღლეს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა. პაციენტი მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

რამდენიმე საათში, ინფიცირებულს, სპეციალურ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანენ. ოფიცერსა და მის მეუღლესთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

ეროვნული გვარდიის ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
30/09/2020ეროვნული გვარდიის ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
PTN.GE

 

COVID -19 დაუდასტურდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მანტანში მცხოვრებ ერთ პირსაც. ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

 

თავდაცვის სამინისტროს მე- 20 კადრირებული ბრიგადის ოფიცერს, ვირუსი 30 სექტემბერს გამოუვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70 – მდე გაიზარდა.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X