
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ დედაქალაქში კორონავირუსის გარკვეული მატებაა, ამიტომ თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ.
როგორც იგი აღნიშნავს, დღეს თბილისში კორონავირუსის 111 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ინფიცირების 22%-ს შეესაბამება.
„თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ, გარკვეული მატებაა, ამიტომ გავუფრთხილდეთ თბილისს და საერთოდ მთელ ქვეყანას“,- აღნიშნა მარინა ენდელაძე.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან, გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი, გარდაიცვალა 4.























