
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. დღეს ინფიცირებულებს კიდევ 472 ახალი შემთხვევა დაემატა.
ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10225-ს შეადგენს.
აქედან გამოჯანმრთელებულია 5553 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. ასევე, დღეს გარდაიცვალა 3 ადამიანი.























