
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაში“ დასაქმდა.
ინფორმაცია ambebi.ge-მ ქალბატონ რიტასთან გადაამოწმა.
მისი თქმით, ის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
„წარმომადგენლად ახლა კი არ ვარ დანიშნული, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებში, ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ და რა ქვეყანა შეყარეთ, ვერ გავიგე? საოლქოდან ვარ წამოსული, წლებია კომისიაში ვარ და ვიქნები კიდეც“,- აცხადებს ambebi.ge-სთან რიტა ზურაბიშვილი.























