
„ყველას კარგად გამოსდის სხვების კრიტიკა. სამწუხაროა ის, რაც მატჩის დიდ ეკრანზე ყურებისას მოხდა. ბებიები და ბაბუები ხომ ყველას ჰყავს, ვინც იქ იყო? მეტს არაფერს ვიტყვი. სხვაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ: საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ 8 ოქტომბერს გაიმართა. გულშემატკივართა ნაწილმა კი მატჩს მუშტაიდის ბაღში განთავსებულ დიდ ეკრანზე უყურა.























