
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 12272-ს შეადგენს. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ საიტზე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 91 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.






















