
საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელმაც პარიზის ცენტრში მდებარე შენობაზე ნაცისტური სიმბოლოები დახატა.
ფრანგული მედიის ცნობით, მამაკაცმა როვოლის ქუჩაზე მდებარე შენობის სვეტებზე 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა.
ფაქტს პარიზის მერია და პირადად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი გამოეხმაურნენ.
„ამ აუტანელი შეტყობინების პრევენცია უსაფრთხოების სამსახურის მისიაა. დასუფთავების ჯგუფები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან ყველა ნაკვალევის გასაქრობად“, – დაწერ პარიზის მერიამ ტვიტერზე.
ამავე სოციალურ ქსელში, საფრანგეთის შს მინისტრმა მომხდარს „ნაცისეტბის უგუნური ქმედება უწოდა“ და პოლიციას რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
Ignobles tags nazis en plein #Paris. Merci aux policiers pour la réactivité : l’auteur présumé a été interpellé. pic.twitter.com/xlrAwCh01U
— Gérald DARMANIN (@GDarmanin) October 11, 2020






















