13:55 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

გრიპის 25 ათასი ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში განაწილდა – ვის აცრიან პირველ ეტაპზე

გრიპის 25 ათასი ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში განაწილდა – ვის აცრიან პირველ ეტაპზე

დღეს გრიპის 25 ათასი ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უვკე განაწილდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მან ასევე დაასახელა რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველ ეტაპზე კლინიკებში აიცრებიან. ესენი არიან:

 

ორსულები, მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები, ბავშვთა სახლების ბინადრები, ბაღების პედაგოგები და პერსონალი, შიდსიანი ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობენ, ასევე ჰეპატიტიანი პაციენტები და ისინი,რომლებიც დიალიზით მკურნალობენ.

 

გრიპზე აცრის დროა - ყველაფერი რაც სეზონური ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ 
2020-10-07გრიპზე აცრის დროა - ყველაფერი რაც სეზონური ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ 

 

მისივე თქმით, სანამ მეორე ეტაპზე, დიდი პარტია შემოვა, სწორედ აღნიშნული ჯგუფები აიცრებიან.

ავტორი: Prime Time

X