12:33 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

დასახელდა რისკ-ჯგუფები, რომლებიც გრიპის ვაქცინაზე პირველ რიგში აიცრებიან

დასახელდა რისკ-ჯგუფები, რომლებიც გრიპის ვაქცინაზე პირველ რიგში აიცრებიან

ამირან გამრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო, დაახლოებით, 600-700 ათას დოზას მიიღებს.

 

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კორონავირუსის ვაქცინის პლატფორმაზე. გუშინწინ შემოვიდა პირველი 25 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ვაქცინის, რომელიც ფრანგული წარმოებისაა და დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში.

 

გამყრელიძე კერძო და საჯარო უყებებს მოუწოდებს დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ
2020-10-12გამყრელიძე კერძო და საჯარო უყებებს მოუწოდებს დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ

 

ეს 25 000 დოზა პირველ ეტაპზე მაღალი რისკ-ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

 

„ესენი არიან პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა და ბავშვთა სახლის ბინადრები, ბაგა-ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი. ასევე, შიდსიანი და ჰეპატიტიანი ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობაზე იმყოფებიან.

 

ამასთან, დიალიზიანი პაციენტებიც. ანუ, სანამ დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან ეს ჯგუფები. შემდგომ უკვე, აიცრებიან დანარჩენი რისკ-ჯგუფები. ესენი არიან: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი პაციენტები, ასევე სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X