
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ტელედებატების დროს იჩხუბეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თაკო ჩარკვიანმა და „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა ნაცვლიშვილმა თაკო ჩარკვიანი მისი ნათქვამის არასწორად გაგებაში დაადანაშაულა.
„ანა თუ შეიძლება კულტურა იქონიეთ, ჩვენ ხომ არ ვართ ქუჩაში?! ჩვენ ვართ ეთერში. მე ჩემს დროს ვისაუბრებ, თქვენ თქვენ დროს ისაუბრეთ, ეს ხომ ელემენტარული კულტურაა. თქვენ პოლიტიკოსობას როგორ აპირებთ თუ კი კულტურას და თავს ვერ აკონტროლებთ?! “ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ასე უპასუხა ჩარკვიანს ანა ნაცვლიშვილმა:
„გადროვეთ, გისმენდით და შემდეგ დაამახინჯეთ ჩემი ნათქვამი. ახლა მაყურებელს ვცეთ პატივი და ნუ მოახდენთ ჩემი ნათქვამის დამახინჯებას.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამის შემდეგ თაკო ჩარკვიანმა წამყვანს მიმართა:
„თუ შეიძლება ვახო გააკონტროლეთ, რესპონდენტმა დაკარგა ელემენტარული ნორმების შეგრძნება. ანა, თქვენი პარტიის სათავეში არის ბანკირი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის, რომ საქართველოში არის ამხელა რაოდენობა ემიგრაციისა.
თქვენი ლიდერისგან არასოდეს გაგვიგია საბანკო რეფორმაზე საუბარი. ემიგრაციაში წავიდა ხალხი, რომ მისი პროცენტები გაესტუმრებინათ. ვერ წარმომიდგენია საქართველოს სათავეში მოვიდეს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ ბანკირი, რომელმაც მთელი საქართველო ჩაძირა ბანკებში.
ამიტომ არ დავდექი თქვენ გვერდით, რადგან თქვენმა ლიდერმა საქართველოს აარჩევინა რუსეთზე მომუშავე სალომე ზურაბიშვილი.“- განაცხადა თაკო ჩარვკიანმა.






















