
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 19 ოქტომბერს უნივერსიტეტის დაწყების გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ამ საკითხზე კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თუმცაღა ამ საკითხზე მსჯელობა სულ მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველაფერს შეგატყობინებთ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.























