
ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 13,754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,354,163-ს მიაღწია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 286 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 23,491-ს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ხოლო კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.






















