
მოხუცებულთა თავშესაფარში, თვითიზოლაციაში მყოფი მოხუცისა და შვილიშვილის ამბავმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აალაპარაკა.
ნიშნობით გახარებული გოგო „ბარიერის“ მიუხედავად, ბაბუასთან მივიდა და საკუთარი სიხარული გაუზიარა.
ფაქტის ამსახველ ფოტოს facebook-ზე 225,000 მოწონება და 10,000 კომენტარი აქვს.

„უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი ბაბუის ნახვა, მიუხედავად ვირუსისგან გამოწვეული პირობებისა, მე მაინც შევძელი, რომ მისთვის მემცნო დანიშვნის ამბავი!!“- დაწერა კარლი ბოიდმა.






















