
საქართველოში დღეს გარდაცვლილი 11 პაციენტი, სხვადასხვა რეგიონში მკურნალობდა, მათგან სამი – ბათუმში.
ერთი 63 წლის მამაკაცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. დიაგნოზით კოვიდ 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი.
ბათუმში მეორე გარდაცვლილი 55 წლის ქალია, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. დიაგნოზი – კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.
ასევე, დღეს სტატისტიკაში ასახულ გარდაცვლილებს მიეკუთვნება 41 წლის ქალი, რომელიც გუშინ ბათუმში კოვიდ სასტუმროში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია.
ამასთან, დღეს 11 პაციენტიდან 5 თბილისში, 2 იმერეთში, ხოლო ერთი გორში გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 11.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836.























