გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინების და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება.
„რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება, დაახლოებით, აპრილში-მაისში“, – განაცხადა „დღის კურიერში“ გიორგი ფხაკაძემ.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის პროგნოზით, გაზაფხულზე კორონავირუსის მესამე მცირე ტალღაა მოსალოდნელი