
თელავში, შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრის 9 თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, სერვის-ცენტრში, პირველი შემთხვევის გამოვლენის დღესვე, სამსახურის 5 თანმშრომელს ტემპერატურა აღენიშნებოდა.
თანამშრომლები, სამსახურებრივ მოვალეობას, ერთ სივრცეში ასრულებდნენ.
სერვის-ცენტრში მყოფ პირთა, ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, თანამშრომელი გახდა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არის.
ამჟამად, თელავის სერვის-ცენტრი დაკეტილია და იქ სადეზინფექციო სამუშაოებიც უკვე ჩატარებულია.
Covid-19 დაუდასტურდა, თელავის სერვის-ცენტრში პირველად გამოვლენილი ინფიცირებულის ოჯახის ორ წევრსაც.
ეპიდემიოლოგები, მათ კონტაქტებს სწავლობენ.
პირველი ინფიცირებული, შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის- ცენტრში, 15 ოქტომბერს გამოვლინდა.
ინფორმაციის დასაზუსტებლად და უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, „პრაიმტაიმის” სატელეფონო ზარებს, შემოსავლების სამსახურის პრეს-ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხეს.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში ახალი კორონა ვირუსის 128 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















