
ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილ 176 ადამიანს შორის გახლავთ წყვილი, რომელიც თეირანში ქორწინების მიზნით იმყოფებოდა.
ისინი კანადაში ცხოვრობდნენ და ალბერტას უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

26 წლის არარა პურზაარაბი კომიუტერიული ტექნელოგიების სპეციალისტი გახლდათ. 25 წლის პატარძალი პუმენ გურჯის ოჯახი კი წარმოშობით საქართველოდან არის. გოგონა ფერეიდნელი ქართველების ოჯახში გაიზარდა.
ირანიდან ის სასწავლებლად კანადაში გაემგზავრა და ედმონტოში დასახლდა. ნიდერლანდებში ცხოვრობს მისი და პანიზ გურჯი. 
საბედისწერო რეისით ახალდაქორწინებულ წყვილთან ერთად ირანიდან კანადაში მიფრინავდნენ საქორწინო ცერემონიის ოთხი სტუმარი კანადიდან. ყველა მათგანი დაიღუპა.






















