
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გამოჯანმრთელებულ ადამიანებს სისხლის პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ეს ინოვაციური მეთოდია, რომელმაც საქართველოში 6 პაციენტი უკვე გადაარჩინა.
„პრაიმტაიმი” დაინტერესდა ინფექციონისტების მოწოდებას რომელი ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ, ამიტომ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით.
ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, გედევან ფოფხაძე სისხლის პლაზმის ჩასაბარებლად გუშინ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსში“ განგვიცხადეს.
სავარაუდოდ, ერთ კვირაში ლაბორატორიას თაკო ჩარკვიანიც ეწვევა. ის ახლა მკურნალობის კურსს გადის და დასრულებისთანავე ინფექციონისტების მოწოდების კამპანიაში სისხლის პლაზმის გაღებით ჩაერთვება.
„კორონავირუსისგან გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ვირუსმა სისხლის ფორმულაზე გავლენა იქონია. ამიტომ, ერთ-ერთ პრეპარატს ვიღებ. ალბათ, ერთ კვირაში დავასრულებ მკურნალობის კურსს და დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ამ კამპანიაში. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ…” – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, თაკო ჩარკიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და გედევან ფოფხაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.























